ჭადრაკი

11:56 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მელია ლიდერთა შორისაა

ესპანურ ბენასკეში მიმდინარე ტრადიციულ საჭადრაკო ტურნირზე 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით ერთბაშად 28 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის სალომე მელიაც (2411) იმყოფება.

გასულ ტურში ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით ფრანგი ნიკოლას კერნი (2040) დაამარცხა. ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩება და 32-ე ადგილზეა მერი არაბიძე (2360), ქეთი წაწალაშვილი (2239) 2.0 ქულით 88-ეა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2466) ასეთივე მონაგარით ზუსტად მეასეა.

ესპანური ტურნირი ათ ტურად მიმდინარეობს და მასში 31 ქვეყნი წარმომადგენელი 413 მოჭადრაკე მონაწილეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112609