თამაშგარე

11:40 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიყვარული ყველას უნდა“ და ევროპის ჩემპიონატი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და კულმინაციური მომენტებიც მრავლადაა. პორტუგალიელები და უელსელები ნახევარფინალში ერთმანეთს ბოლომდე შეერკინნენ და ჩემპიონობისთვის სისხლის და ოფლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს.

მაგრამ ამ გაგანია ორთაბრძოლაში „განა სიყვარულის დრო იყო“? როგორც ჩვენს ქართულ, ყველასათვის საყვარელ ფილმშია – „რას მიქვია დრო და ამინდი (ამ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატი) – სიყვარულის დრო სულ არის“.

ჰოდა, უელსის ეროვნული ნაკრებისა და „კრისტალ პალასის“ ნახევარმცველმა ჯო ლედლიმ, მაინც და მაინც 9 ივლისს გადაწყვიტა თავისი ორი ქალიშვილის დედაზე, რუბი მეიზე დაქორწინება. ბოლო მომენტში გადაიფიქრა და განაცხადა, რომ 10 ივლისს ლუზიტანებს ვძლევთ, ფინალში გავალთ და ქორწილს უფრო გრანდიოზულად ავღნიშნავთო. ლედლის ახლო მეგობარმა და თანამებრძოლმა კრის განტერმა გადაწყვეტილება მოუწონა და მეჯვარეობისთვის სამზადისს შეუდგა.

მაგრამ, მუხთალ იღბალს რას ვუზამთ? ფინალში მაინც პორტუგალია გავიდა. ვითომ დარჩება ეს კაცი ცოლის გარეშე?...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196869