კალათბურთი

12:20 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

Yahoo: უეიდი “ჩიკაგოში” ითამაშებს

34 წლის დუეინ უეიდი “ჩიკაგო ბულზში” გადავა, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. წყაროს ცნობით, უეიდი და “ხარები” კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ. ნბა-ს სამგზის ჩემპიონი 2-წლიან კონტრაქტში 47.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

უეიდი “მაიამის” ღირსებას 2003 წლიდან იცავდა, მას აქამდე სხვა კლუბში არ უთამაშია.

განვლილ სეზონში, 34 წლის კალათბურთელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 19 ქულას, 4.1 მოხსნას და 4.6 პასს აკეთებდა.

0.16581