თამაშგარე

12:43 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ – მიუწვდომელი თუ ხელშესახები სამირასთვის

სექსუალური და ექსტრავაგანტული სამირა სალომე, რომელსაც ფიტნესის წყალობით სხეულის ულამაზესი ფრომები აქვს და ბუნებრივად თუ ხელოვნურად გადიდებულ–აბურცული მკერდის დემონსტრირებას არაერთ მამრთან ახდენს, არჩევანის წინაშე იყო: „რეალი“ თუ „ბარსელონა“? „ბარსელონა“ თუ „რეალი“? – ეს ფიქრები ტრიალებდა ლამაზმანის ლამაზ თავში. მკითხველი ალბათ ფიქრობს, რომ მშვენიერი სამირა ფეხბურთის თავგადაკლული ფანია, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ მას რომანი ჰქონდა ჯერ კარიმ ბენზემასთან და მერე მარკ ბარტრასთან ყველაფერი ცხადი გახდება,– „რეალიც“ და „ბარსელონაც“.

ორივე კურდღელი დაიჭირა თუ არა, ეგ მხოლოდ თავად იცის, მაგრამ ლამაზმანს ახლა მიზანში კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს ამოღებული და არავინ იცის სამირას „თოფი“ მიზანში მოარტყამს თუ არა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163449