ჩოგბურთი

15:07 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე 100-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გორგოძემ მე-7 ნომრად განთესილ ავსტრიელ ბარბარა ჰაასს 7:5, 6:1 სძლია, მომდევნო წრეში კი ბულგარელების – სესილ კარატანჩევას და ელიცა კოსტოვას შორის უმჯობესს შეხვდება.

წყვილთა ტურნირში გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ასევე მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც უნგრელ ელენა ბუკტას და სლოვაკ ვივიენ იუჰაშოვას გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090607