უვიცობაცაა და უვიცობაც, მაგრამ ნამდვილად სამარცხვინოა სპორტულმა ჟურნალისტმა, სხვა თუ არაფერი, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავ ლიონელ მესის წარმომავლობა და სადაურობა არ იცოდე.
ასე დაემართა კოლუმბიელ სპორტულ ჟურნალისტს ალეხანდრა ბუიტრაგოს, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ ვინ მიაჩნდა საუკეთესო კოლუმბიელ ფეხბურთელად, მან ლიონელ მესი დაასახელა.
შეიძლება კოლუმბიელი ფეხბურთის გულშემატკივრები გულის–გულში კიდეც ოცნებობენ – ნეტავ ლეო ჩვენი თანამემამულე იყოსო, მაგრამ არგენტინელი მესი თავისი ქვეყნით ამაყობს და ცხადია უკვე დღეს, კოლუმბიელი ბუიტრაგო ნანობს, როგორი სისულელე წამოროშა და ყველას სთხოვს დაივიწყონ მისი ნათქვამი.







