ფეხბურთი

12:09 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" სომხეთშია

საქართველოს უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსანი გორის "დილა" სომხეთშია. როგორც შიდაქართლელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდმა 5 ივლისს ივარჯიშა, შემდეგ კი გეზი გიუმრისკენ აიღო, სადაც "შირაქთან" 7 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს.

6 ივლისს უჩა სოსიაშვილი 16:30 საათზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, წვრთნამდე 15 წუთი კი ჟურნალისტებთან საუბარს დაეთმობა. როგორც ცნობილი გახდა, მომავალ მატჩს ლიტველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი სერგეუს სლივა იქნება, ასისტენტები კი საილიუს დირდა და ვიტის სნარსკისი.

"შირაქის" და "დილას" დაპირისპირება 7 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ქართულმა გუნდმა "თენგიზ ბურჯანაძეზე" 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116161