ფეხბურთი

14:10 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვილიამ ბატე-სთან კონტრაქტი გააფორმა

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ვლადიმერ გვილიამ ბელარუსის 12-გზის ჩემპიონ ბატე-სთან კონტრაქტი გააფორმა. გვილიას ბატე-ში გადასვლა რომ თითქმის გადაწყვეტილი იყო, ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ადრეც ეწერა, დღეს კი კონტრაქტის შესახებ გამოცხადდა.

გვილიამ ბელარუსის ჩემპიონატის სეზონის პირველი ნახევარი “მინსკში” გაატარა, 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა, მანამდე კი ზაპოროჟიეს “მეტალურგში” გამოდიოდა. როგორც იცით, ბატე ბელარუსის საკლუბო ფლაგმანია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ხშირად გადის.

შეგახსენებთ, გვილიამ წლეულს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და გია გეგუჩაძის გაწვრთნილ 21წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა. ბატე-ში გადასვლით კი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაეზრდება...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094963