ფეხბურთი

22:33 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"კალიარიმ" სიმონე პადოინი დაიმატა

იტალიის A-ს ახალწვეული “კალიარი” შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც კუნძულელთა ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან მის რიგებში გამოცდილი ნახევარმცველი სიმონე პადოიონი ითამაშებს. სარდინიელებმა 32 წლის ფეხბურთელთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. პადოინი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო მოთამაშე არ ყოფილა, 10 ტიტული თავის კარიერას მაინც შეჰმატა.

პადოინი “იუვენტუსამდე” ბერგამოს “ატალანტასა” და “ვიჩენცას” რიგებში ირჯებოდა. მან გასულ სეზონში “ბებერი ქალბატონის” ღირსება 12 მატჩში დაიცვა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111266