ჩოგბურთი

21:49 | 2.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩისთვის უიმბლდონი დასრულდა (+VIDEO)

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირზე მესამე წრეში სემ ქუერისთან მარცხი განიცადა. ტურნირზე 28-ე ნომრად განთესილმა ამერიკელმა სერბი სენსაციურად 7:6, 6:1, 3:6, 7:6 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

"წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ამის გაკეთება უიმბლდონზე. აღფრთოვანებული ვარ." - განუცხადა სემმა BBC-ის მატჩის შემდეგ.

2015 წლის შემდეგ, ნოვაკმა დიდი სლემის ტურნირებზე პირველად წააგო. გასული წლის რონალ გაროსის გათამაშების ფინალში სტან ვავრინკასთან მარცხის შემდეგ, სერბმა ზედიზედ 30 შეხვედრა მოიგო, რაც ღია ერის პერიოდში საუკეთესო შედეგია. ნოვაკმა ბოლო რვა დიდ ტურნირზე 6-ჯერ იმარჯვა და ასე ადრეულ ეტაპს 2009 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა. მაშინ როლან გაროსის 1/16-ფინალში სერბი ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა.

28 წლის კალიფორნიელისთვის კი 11 წლიანი კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ნოვაკს კიურეისთან ურთიერთშეხვედრები უპირატესობა 8:0-ზე ჰქონდა, ამჯერად ამერიკელმა მეტოქეს მნიშვნელოვან ტურნირზე მძიმე დარტყმა მიაყენა. სემი მეოთხედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების მერვედფინალში და მეორედ უიმბლდონზე. შემდეგ ეტაპზე ამერიკელი ნიკოლას მაიუს შეხვდება, რომელმაც თანამემამულე პიერ-იუგ ერბერი 7:6, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში პირველად გავიდა. ფრანგი ქუერის აქამდე ორჯერ შეხვდა და ორჯერვე მოუგო.

ჯოკოვიჩის და ქუერის მატჩი წვიმის გამო ოთხჯერ გადაიდო. საბოლოოდ ნოვაკი მზად არ აღმიჩნდა მეტოქის მოწოდებების სათანადოდ ასაღებად. ასევე მეოთხე სეტში ჯოკოვიჩმა 4:4-ზე ბრეიკი შეასრულა და საკუთარ მოწოდებაზე სეტს იგებდა, თუმცა სემმა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა. საბოლოოდ მატჩის ბედი ტაიბრეიკში გადაწყდა. საჩოგბურთო ლატარეაში ამერიკელმა უფრო კარგად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის მიმოხილვა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095069