200.000 ლარი - ეს თანხა კომპანია „ევროპა-ბეთმა“ ფოთელ ანზორ მირცხულავას გადასცა, რომელმაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 36-დან 26 მატჩის შედეგის გამოცნობა შეძლო. სოლიდური „კუშია“ ქართულ რეალობაში...
10 აცილებული შედეგი და სოლიდური თანხა თითქოს არარეალური ჩანს, მაგრამ „ევროპა-ბეთს“ გათამაშება „ოქროს ხელი“ ჰქონდა - ვინც ჯგუფური ეტაპის ყველა (36) მატჩს გამოიცნობდა, 9 მილიონ ლარს მიიღებდა, 35 შედეგის გამომცნობი 3 მილიონი ლარით შეივსება საბანკო ანგარიშს, ხოლო 34 შედეგის გამომცნობი მილიონ ლარით გამდიდრდებოდა. გათამაშების პირობების მიხედვით თუ ამ პრიზებს ვერავინ მოიგებდა, საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშის ბიუჯეტი 200.000 ლარით გაიზრდებოდა.
ანზორმა გამოიცნო 26 თამაში. გამარჯვებულს კონკურენტებიც ჰყავდა - 25-25 შედეგი ერთბაშად რამდენიმე მონაწილემ მოახერხა, მაგრამ მათ გამარჯვებამდე თითო შედეგი დააკლდათ.
ანზორის გამარჯვებაც იოლად არ მოსულა - ევროპირველობაზე იყო რამდენიმე სენსაციური შედეგი. გამარჯვებულმა ექვსივე შედეგი გამოიცნო A ჯგუფში, მხოლოდ ერთხელ შეცდა C ჯგუფში. არ გაუმართლა F ჯგუფში, სადაც 3 შედეგი ააცილა, ხოლო სხვა ჯგუფებში 2-2 შედეგის გამოცნობა ვერ შეძლო.
ახალი ცხოვრებისთვის დასაწყისი თანხის მოგება ისტორიაში მრავლად ყოფილა. რაღა შორს წავიდეთ - წელს ინგლისის ქალაქ ლესტერის მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი გუნდის ხარჯზე გამდირდა. საქართველოს მასშტაბით კი, ასეთი თანხის გაცემა საბუქმეიქერო კომპანიიდან უპრეცედენტო შემთხვაა და ეს პირველად europe-bet-მა მოახერხა, რომელიც მომავალშიც მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება მომხმარებელს. ამასთან, europe-bet-მა გათამაშება საკუთარი სურვილით გააკეთა და თანხის გაცემა ნებაყოფლობითი იყო, რადგან გამარჯვებული 200.000 ლარს ყველა შემთხვევაში წაიღებდა.
არადა, ამ თანხის მოგება სრულიად უფასოდ იყო შესაძლებელი, ამისთვის საჭირო იყო europe-bet-ის ვებგვერდზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი აქცია-გათამაშებებისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც კომპანიას მრავლად აქვს. ასე რომ, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე არ გაუმართლა, შანსი მომავალში აქვს.
ახლა გამარჯვებულსაც მოვუსმინოთ...
ანზორ მირცხულავა:
- შედეგები იმის მიხედვით დავწერე, ვის ჯგუფიდან გასვლებსაც ვვარაუდობდი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მოვლენები ისე არ წარიმართა, როგორც მეგონა. არ ველოდი ისლანდიისა და უელსის ასეთ კარგ თამაშებს, იტალიამაც ბელგიასთან მოგების (ბატონ ანზორს ფრე ეწერა) შემდეგ ირლანადიასთან უმოტივაციოდ ითამაშა. გამიცრუეს იმედები ესპანეთმა და პორტუგალიამ.
- europe-bet-ს უამრავი მომხმარებელი ჰყავს, ელოდით რომ გათამაშების გამარჯვებული გახდებოდით?
- ნამდვილად არ ველოდი. რამდენიმე დღის შემდეგ რომ ვნახე აცილებული შედეგები, ყურადღებაც აღარ მიმიქცევია. მოულოდნელი იყო როდესაც დამირეკეს europe-bet-დან და მითხრეს რომ გამარჯვებული ვიყავი.
- უკვე გადაწყვეტილი გაქვთ როგორ გამოიყენებთ მოგებულ თანხას?
- ჯერ დაჯერებაც მიჭირს რომ მოვიგე, ამ თემაზე არ მიფიქრია.
- აქამდე თუ მოგიგიათ სოლიდური თანხა?
- სოლიდური ნამდვილად არა, პატარ-პატარა მოგებები მქონია.
- europe-bet-ის აქტიური მომხმარებელი ხართ?
- შეიძლება ითქვას - კი. ხშირად ვსარგებლობ.
- თქვენი პროგნოზი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტებსა და ჩემპიონზე როგორი იქნება?
- კონკრეტულად ფინალისტებისა და გამარჯვებულის თქმა გამიჭირდება. ბადის ერთი მხრიდან ბელგიას ვფიქრობ ფინალში, მეორე მხრიდან - საფრანგეთსა და იტალიას. ალბათ მათ შორის გამარჯვებული შეხვდება ბელგიას.
®









