ფეხბურთი

12:20 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თედორე გრიგალაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თედორე გრიგალაშვილი, ახალი სეზონიდან "საბურთალოში" ითამაშებს. მხარეებმა ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი.

23 წლის მცველი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის გროზნოს "ტერეკში" ირიცხებოდა, მანამდე კი "სამტრედიისა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. გრიგალაშვილს 2011-2012 წლების სეზონში მოგებული აქვს საქართველოს პირველობა, ასევე ორჯერ არის სუპერთასის გამარჯვებული, 2011-2012 და 2012-2013 წლებში

კლუბის ახალწვეულმა დედაქალაქელთა შემადგენლობაში უკვე ივარჯიშა, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა:

"მოხარული ვარ, რომ ისეთ პროგრესირებად კლუბში ჩავირიცხე, როგორიც "საბურთალოა". ვიცი, ამბიციური გუნდია, სადაც პროფესიონალები მუშაობენ. ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა. ჩანს, რომ მეგობრული და შეკრული კოლექტივია. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი საწვრთნელი პროცესი გვქონდა", - განმარტა თედორე გრიგალაშვილმა.

www.fcsaburtalo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114639