სხვა

22:32 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატი აზიელთა უპირატესობით მიმდინარეობს

ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟთა შორის მეორე 62 წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები, სადაც ქართველი გოდერძი ბერდელიძეც მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, ორჭიდის ჯამში 264 კგ დააგროვა და საერთო ჩათვლაში მერვე ადგილი დაიკავა. 307 კილოგრამით პირველ ადგილზე ჩინეთის წარმომადგენელი მო იონგ სიანგი გავიდა, მეორე ადგილი კი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა პაკ ჯონგ ჯუმ დაიკავა.

მიმდინარე ჩემპიონატზე ქალების ჩათვლით მესამე მედალი გათამაშდა, საიდანაც უმეტესობა აზიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ევროპელთაგან მედალი ჯერ არავის მოუპოვებია.

ვაჟები

62 კგ

1 მო იონგ სიანგი (ჩინეთი) - 307 კგ

2 პაკ ჯონგ ჯუ (კრსდ) – 291 კგ

3 მენგ ჩენგი (ჩინეთი) – 288 კგ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099226