ფეხბურთი

22:24 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნანი შესაძლოა “ვალენსიაში” გადავიდეს

“ფენერბახჩეს” 29 წლის პორტუგალიელი შემტევი ნანი შესაძლოა “ვალენსიას” ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. ესპანური გუნდი და პორტუგალიელის აგენტი ჟოზე მენდესი ტრანსფერზე მუშაობენ. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ტრანსფერი მალე განხორციელდება.

ნანი 2007-2015 წლებში “მანჩესტერის” ღირსებას იცავდა, სადაც 147 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა, 2015 წლიდან კი თურქულ “ფენერბახჩეში” თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111191