ფეხბურთი

23:14 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსი" კრანჩარით გაძლიერდა

შოტლანდიის ჩემპიონატში დაბრუნებულმა "რეინჯერსმა" ხორვატი ფეხბურთელი ნიკო კრანჩარი დაიმატა. როგორც გლაზგოური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "ნიუ იორკ კოსმოსის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კრანჩარი ამერიკულ გუნდში მიმდინარე წლის მარტში კიევის "დინამოდან" გადავიდა, თუმცა რამდენიმე თვეში კვლავ ევროპაში დაბრუნდა. კრანჩარი ზაგრების "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელს "ჰაიდუკში", "ტოტენჰემში", "პორტსმუთსა" და ქპრ-ში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113259