ჩოგბურთი

15:44 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ერანი – ისევ ერთად

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის წყვილთა ძირითად ბადეში თამაშისთვის ემზადება და მიმდინარე კვირაში ძალებს ბრიტანულ ისტბორნში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 776 878 დოლარი) მოსინჯავს.

საინტერესოა, რომ ამჯერად ოქსანას მეწყვილე ცნობილი იტალიელი ჩოგბურთელი სარა ერანი იქნება, რომელსაც წყვილთა კლასიფიკაციაში 26-ე ადგილი უკავია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში კალაშნიკოვამ და ერანიმ ერთად ინდიან ველსის პრესტიჟულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 6 844 130 დოლარი) ითამაშეს და ნახევარფინალამდე მისვლაც შესძლეს, ამდენად, თანამშრომლობის კარგი საფუძველი გააჩნიათ.

ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები პირველი რაუნდის მატჩს დღეს ჩაატარებენ, მათი მეტოქეები კი მე-2 განთესვის მქონე ტაივანელები – ჰაო-ჩინ ჩანი და იუნ-იან ჩანი იქნებიან. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ოქსანა და სარა 100-100 სარეიტინგო ქულას მიიღებენ. ისიც ვთქვათ, რომ ამ დროისთვის კალაშნიკოვა 1805 ქულით მსოფლიოს 44-ე ჩოგანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114141