კალათბურთი

20:27 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დოელმანი კოსოვოს ნაკრებში ითამაშებს

კოსოვის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს, სერიოზული ნაბიჯი გადადგა და ქვეყნის მოქალაქეობის მიღება “ბარსელონას” ფორვარდ ჯასტინ დოელმანს შესთავაზა.

როგორც ადგილობრივი გაზეტაეხპრესს იტყობინება საქმის მოსაგვარებლად მხოლოდ დეტალებიღაა დასაზუსტებელი. ამ უქმეებზე კოსოვოს საკალათბურთო ფედერაციის ხელმძღვანელები დოელმანს ბარსელონაში შეხვდნენ და მისგან წინასწარი თანხმობაც მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ კოსოვის ეროვნული გუნდი ეურობასკეტ-2017-ის შესარჩევ ეტაპზე E ჯგუფში მოხვდა და სლოვენიის, უკრაინის და ბულგარეთის სახით, საკმაოდ ძლიერი მეტოქეებიც ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126874