ფეხბურთი

15:35 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული დავით ყიფიანი (VIDEO)

1951 წლის 18 ივნისს დაიბადა დავით ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ხუთგზის (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) ბრინჯაოს მედალოსანი.

1976 და 1979 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, 1980 წელს ითამაშა ფინალში. 1977 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა კლუბის წევრი. ევროპის 1976 წლის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი.

საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ორ მატჩში გაიტანა 2 გოლი. ევროთასების გათამაშებებზე ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ნათამაშები აქვს ევროპის ნაკრებში.

წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, თბილისის “დინამოს”, კვიპროსის ‘ოლიმპიაკოსს”, ქუთაისის “ტორპედოს”, იაროსლავლის “შინიკს”. თბილისელებსა და ქუთაისელებს მოაპოვებინა ეროვნული პირველობის ჩემპიონობა და თასი.

2001 წლის 17 სექტემბერს ტრაგიკულად, ავტოავარიაში გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული თასი დავით ყიფიანის სახელს ატარებს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი დავით ყიფიანის შესახებ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119625