ფეხბურთი

12:02 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: კოლუმბია ნახევარფინალშია (VIDEO)

კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშების 1/4-ფინალში პერუს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი კოლუმბიელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალის საგზურისთვის ჩილესა და მექსიკის ნაკრებთა დაპირისპირებაში გამარჯვებულთან იბრძოლებენ.

ჩილე-მექსიკისა და არგენტინა-ვენესუელას 1/4-ფინალური მატჩები თბილისის დროით ხვალ გამთენიისას გაიმართება.

კოლუმბიელებზე ადრე ნახევარფინალის საგზური აშშ-ს ნაკრებმა მოიპოვა, რომლის მომავალ მეტოქეს არგენტინა-ვენესუელას შეხვედრა გამოავლენს.

0.112413