მსოფლიო რეიტინგის 98-ე ნომერის კატერინა კოზლოვას ექიმი უკრაინელი ელენა დოროფეევა ITF-მა ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიოს ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დოროფეევამ თანამემამულეს აკრძალული პრეპარატი გამოუწერა, კოზლოვამ კი როგორც ვიტამინი ისე მიიღო. აღნიშნულის გამო, უკრაინელმა ჩოგბურთელმა გასულ წელს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.







