ჭადრაკი

0:37 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა ევროპის ჩემპიონია!

ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფით დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული სენიორთა ევროპის ჩემპიონატი 50-წლამდელთა კატეგორიაში.

ჩემპიონის ტიტული ზურაბ სტურუამ (2545) მოიპოვა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მიითვალა, მე-2 ადგილზე კი გიორგი ბაღათუროვი (2393) გავიდა. ამ უკანასკნელმა კიდევ 2 მოჭადრაკის დარად 6.5 ქულა მოგროვა, თუმცა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ამ კატეგორიაში დანარჩენმა ქართველებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 17. ციალა ქასოშვილი (2176) – 5.0; 32. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 3.5; 35. ნინო მელაშვილი (2140) – 3.0; 41. თამარ ჭანტურია (1626) – 2.0;

65-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა (2299) 6.0 ქულა მოაგროვა და მართალია, გაჩემპიონებულ უკრაინელ ვალენტინ ბოგდანოვს (2376) 0.5 ქულით ჩამორჩა, დამატებითი მაჩვენებლებით მხოლოდ მე-7 ადგილი ერგო. თამარ ხმიადაშვილმა (2081) 5.0 ქულით მე-17 პოზიცია დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110985