ფეხბურთი

11:48 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია რუიდიასის ხელმა ჯგუფში ჩატოვა (+VIDEO)

კოპა ამერიკის ისტორიაში 1987 წლის მერე პირველად ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. კარლოს დუნგას შეგირდები B ჯგუფის ბოლო მატჩში პერუს ნაკრებთან 0:1 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პერუელმა რაულ რუიდიასმა ბრაზილიელთა კარის დალაშქვრა ხელით მოახერხა. მართალია მსაჯები თავდაპირველად გოლის გაუქმებაზე მსჯელობდნენ, მაგრამ რატომღაც საბოლოოდ მაინც ჩათვალეს.

ამავე ჯგუფში ეკვადორმა ჰაიტი დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა და პერუს ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

კოპა ამერიკა. B ჯგუფი. III ტური

ეკვადორი - ჰაიტი 4:0

ბრაზილია - პერუ 0:1

1. პერუ 3 2 1 0 4:2 7
2. ეკვადორი 3 1 2 0 6:2 5
3. ბრაზილია 3 1 1 1 7:2 4
4. ჰაიტი 3 0 0 3 1:12 0

0.144946