ფეხბურთი

22:38 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” გერეროს გაფორმებასთან ახლოსაა

“დორტმუნდი” პორტუგალიის ნაკრებისა და “ლორიანის” მარცხენა მცველის, რაფაელ გერეროს გაფორმებასთან ახლოსაა – იუწყება ცნობილი გამოცემა Goal.Com.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მხარეებს შორის უკანასკნელი დეტალები ზუსტდება და გერერო მალე “გაყვითლდება”. ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონი ევრო იქნება.

“დორტმუნდის” გარდა, გერეროს შეძენის სურვილი “ლივერპულსაც” აქვს, მაგრამ როგორც იწერება, ფეხბურთელი “სიგნალ იდუნა პარკზე” ითამაშებს.

რაფაელმა ლიგა 1-ის განვლილ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში გამართულ 7 მატჩში 2 ბურთი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085122