ფეხბურთი

0:47 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული ბაზის მშენებლობა დაათვალიერეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტთან ოთარ ფედიჩკინთან ერთად ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაათვალიერა.

საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის თანახმად თანამედროვე სტანდარტების ორი ბუნებრივსაფარიანი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობა იგეგმება, რომლებიც 1575 ადგილიან ტრიბუნაზე იქნება გათვლილი.

“სპორტი არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ტერიტორიაზე სპორტული ბაზა შენდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ 1 მილიონი ლარი, რომლითაც დამატებით 2 ახალი სტადიონი აშენდება. ახალი მოედნები არსებულ სპორტულ ბაზას უფრო სრულყოფილს გახდის. შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სპორტული გუნდების დაინტერესება და საბავშვო ჩემპიონატების ჩატარება” - განაცხადა დავით ბალაძემ.

აშენდება 4 სართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც 3 სართულზე სასტუმრო განთავსდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”ენერგო სექტორმშენი” ახორციელებს. ანგისის საფეხბურთო ბაზის მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145166