ფეხბურთი

21:39 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სანჩეს ფლორესი "ესპანიოლს" გაწვრთნის

"უოტფორდის" ყოფილი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი მომდევნო სეზონიდან "ესპანიოლს" უხელმძღვანელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 51 წლის სპეციალისტმა ბარსელონურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ფლორესმა ინგლისური გუნდი პრემიერლიგაში მე-13 ადგილზე გაიყვანა. ესპანელის შეგირდებმა ჩემპიონატში 12 მატჩი მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს, ხოლო 17 შეხვედრაში მარცხი განიცადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11075