ფეხბურთი

12:04 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ ჰაიტისთან გაილაღა (+VIDEO)

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. კარლოს დუნგას შეგირდებმა B ჯგუფის მეორე ტურში ჰაიტის ნაკრები 7:1 გაანადგურეს. ბრაზილიელთაგან ჰეთ თრიკი მიითვალა ფელიპე კოუტინიომ, დუბლი შეასრულა რენატუ აუგუსტუმ, თითო გოლი კი გაბრიელისა და ლუკას ლიმას ანგარიშზეა. ჰაიტელთაგან ერთადეთი გოლი ჯეიმს მარსლენმა გაიტანა.

ამავე ჯგუფში ეკვადორისა და პერუს დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ბრაზილიისა და პერუს ნაკრებები 4-4 ქულით ლიდერობენ, ეკვადორს 2 ქულა აქვს, ჰაიტი კი უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფება. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრაზილიელები პერუს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ეკვადორი კი ჰაიტის ეთამაშება.

ბრაზილია - ჰაიტი 7:1

ეკვადორი - პერუ 2:2

0.141637