ფეხბურთი

14:53 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის გახსნით მატჩში კაშაი იმსაჯებს

40 წლის უნგრელი მსაჯი ვიქტორ კაშაი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში იმსაჯებს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უნგრელ რეფერის საფრანგეთის და რუმინეთის შეხვედრაში ასისტენტობას თანამემამულეები გიორგი რინგი და ვენცელ ტოტი გაუწევენ.

ხაზის მსაჯები იქნებიან ასევე უნგრელები ტომაშ ბოგნარი და ადამ ფარკაში. მეოთხე მსაჯი ჰოლანდიელი ბიორნ კეიპერსი იქნება, ხოლო ასისტენტი მსაჯის რეზერვად სანდერ ვან რუკელი დანიშნეს.

კაშაი 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში მსაჯობდა. აწ უკვე გასული საკლუბო სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მეოთხე მსაჯი გახლდათ.

საფრანგეთის და რუმინეთის შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104826