ფეხბურთი

3:00 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა: "საქართველოს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა საქართველოსთან წაგებულ მატჩს უიღბლობას აბრალებს. როგორც პირინელი კიპერის სიტყვებს გამოცემა “ასი” ციტირებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათ განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ.

“მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მაღალი დონი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ. ჩვენ ერთი შეცდომა დავუშვით და მათ ამით ისარგებლეს. ფეხბურთში ასეც ხდება.

მწვრთნელი გადაწყვეტს ვინ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. მე “მანჩესტერში” კარგი სეზონი მქონდა. აქ სამუშაოდ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელს თავი მოვაწონო, თუმცა გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს”, - ამბობს დე ხეა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 1:0 მოუგო, ხოლო დე ხეას კარში ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063496