ფეხბურთი

10:21 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ მესის გარეშე გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში ჩილეს 2:1 აჯობა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ჩილელებმა, დი მარიასა და ბანეგას გოლებს, მატჩის მიწურულს ფუენსალიდას ერთადერთი გოლით უპასუხეს.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია არგენტინელთა ლიდერს ლიონელ მესის, რომელმაც ჰონდურასთან ამხანაგურ მატჩში კუნთი დაიზიანა. "ბარსელონას" შემტევმა თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

იგივე ანგარიშით დასრულდა D ჯგუფის მეორე შეხვედრაც - პანამას ნაკრებმა ბოლივია დაამარცხა.

მეორე ტურში არგენტინა პანამას დაუპირისპირდება, ჩილე კი ბოლივიას. შეხვედრები 12 ივნისს თბილისის დროით გამთენიისას გაიმართება.

D ჯგუფი. I ტური

არგენტინა - ჩილე 2:1 (სტატისტიკა)

პანამა - ბოლივია 2:1 (სტატისტიკა)

0.110283