ჭადრაკი

14:00 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

უშენინა ლიდერობას ინარჩუნებს

ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ჩემპიონობის საუკეთესო შანსს ანა უშენინა (2450) ინარჩუნებს. უკრაინელმა მოჭადრაკემ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – გერმანელ ელიზაბეტ პაეტსა (2489) და ესპანელ საბრინა ვეგა გუტიერესს (2375) 0.5 ქულით უსწრებს.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი სოფიკო ხუხაშვილსა (2355) და ლელა ჯავახიშვილს (2493) აქვთ. მათ 6.0-6.0 ქულა მოუგროვდათ და შესაბამისად, მე-13 და მე-15 ადგილებზე იმყოფებიან. 5.5 ქულით 28-ე პოზიციაზეა ნინო ხურციძე (2409), დანარჩენ ქართველთა მაჩვენებლები კი ასეთია:

33. მერი არაბიძე (2363) – 5.0; 36. სალომე მელია (2409) – 5.0; 39. მაია ლომინეიშვილი (2367) – 5.0; 47. ნინო ბაციაშვილი (2476) – 5.0; 71. მირანდა მიქაძე (2233) – 4.0; 80. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 4.0; 96. სოფიო გვეტაძე (2311) – 3.5; 102. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 3.0;

ბოლოსწინა მე-10 ტურის პარტიები დღეს შედგება. ცენტრალური უშენინასა და ვეგას დაპირისპირება იქნება.

0.14228