ჭადრაკი

16:47 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელთა უპირატესობით

რუმინეთის კურორტ მამაიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში 8 ტური მიილია და უკრაინელთა უპირატესობა გამოიკვეთა. პირველ ადგილზე 6.5 ქულით ანა უშენინა (2450) იმყოფება, მეორეზე კი დამატებითი მაჩვენებლებით, მისივე თანამემამულე – ინა გაპონენკო (2415).

გაპონენკოს აქტივში 6.0 ქულაა და ასეთივე მონაგარი კიდევ ოთხ მოჭადრაკეს აქვს, შემდეგ კი, 11 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომლის წევრების აქტივშიც 5.5-5.5 ქულაა.

მათ რიგებში ქართველები სოფიკო ხუხაშვილი (2355) და ლელა ჯავახიშვილიც (2493) იმყოფებიან. დამატებითი მაჩვენებლებით პირველი მე-14 ადგილზეა, მეორე კი – მე-16-ზე. 5.0-5.0 ქულით, შესაბამისად, 23-ე და 28-ე პოზიციები უკავიათ მერი არაბიძეს (2363) და სალომე მელიას (2409).

ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მაჩვენებლები ასეთია: 35. ნინო ხურციძე (2409) – 4.5; 42. ნინო ბაციაშვილი (2476) – 4.5; 52. მაია ლომინეიშვილი (2367) – 4.0; მირანდა მიქაძე (2233) – 4.0; 96. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 3.0; 98. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 3.0; 104. სოფიო გვეტაძე (2311) – 2.5;

ტურნირზე მე-9 ტურის პარტიები დღეს ჩატარდება. ევროპირველობა 11 ტურად მიმდინარეობს და 7 ივნისს დასრულდება.

0.151416