ფეხბურთი

11:34 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა კოლუმბიელთა გამარჯვებით გაიხსნა (+VIDEO)

კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების გახსნით მატჩში კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი აშშ 2:0 დაამარცხა. კრისტიან საპატასა და ხამეს როდრიგესის მიერ პირველ ტაიმში გატანილმა გოლებმა კოლუმბიელებს პირველი სამი ქულა მოუტანა (მატჩის სტატისტიკა).

ამავე A ჯგუფში მოასპარეზე კოსტა რიკისა და პარაგვაის ნაკრებთა დაპირისპირება ამაღამ გაიმართება. მოგვიანებით კი, თბილისის დროით გამთენიისას, B ჯგუფში ჰაიტი პერუს ეთამაშება, ბრაზილია კი ეკვადორს.

0.115979