საქართველოს 14-წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატის ლიდერმა ნიკა ცომაიამ (1762) საბა ამირიძესთან (1732) შეხვედრაში მარცხი განიცადა და ლიდერობაც გადაულოცა. ამირიძესთან ერთად, 4.5 ქულით, ტურნირს სათავეში გიორგი თავზარაშვილი (1550) ჩაუდგა.
ამავე ასაკის გოგონებში 4.5 ქულით თეა ჭოლაძე (1624) ლიდერობს და უახლოეს კონკურენტებს – ნატა ჯიბუტს (1570) და მარიამ ბაღდავაძეს ნახევარი ქულით უსწრებს.
5 შესაძლებლობიდან 5.0 ქულით განაგრძობს ლიდერობას 8-წლიან ბიჭებში საბა ლომსაძე! მას ნახევარი ქულით ჩამორჩება დავით სიბაშვილი. მომდევნო ტურში სწორედ ეს წყვილი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
უმცროსი ასაკის გოგონებს კი ერთბაშად ოთხი, ოთხქულიანი ლიდერი ჰყავს: ლილე გუმბერიძე, თამარ თასოშვილი, ელენე გიორგაძე და სალომე ბეიტრიშვილი.







