ფეხბურთი

11:43 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასმა "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო გუნდი დაასახელა (+VIDEO)

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" მეკარემ იკერ კასილიასმა "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ იკერმა თავისი თავი სიმბოლური გუნდში არ შეიყვანა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერად ლუის არკონადა დაასახელა.

კასილიასის ვერსიით, ესპანეთის ნაკრების საუკეთესო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: არკონადა - რამოსი, პუიოლი, პიკე, კამაჩო - ჩავი, იერო, ბუსკეტსი, ინიესტა - რაული, ვილია.

თავად იკერს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო მუნდიალი ერთხელ აქვს მოგებული. ნაკრების 35 წლის კაპიტანი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110145