ფეხბურთი

2:06 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 - საბოლოო არჩევანი დე ბიაზიმაც გააკეთა

ალბანეთის ეროვნული ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აპენინელმა სპეციალისტმა ევროპაზე სათამაშოდ არ უხმო არნემის „ვიტესის“ ერთ-ერთ ლიდერ მილოტ რაშიცას.

სხვა მხრივ, ალბანელთა შემადგენლობაში სიურპრიზები ნაკლებდაა და იგი შემდეგნაირია:

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა ("ლაციო"), ალბან ჰოჯა ("პარტიზანი"), ორგეს შეჰი ("შკენდერბიუ")

მცველები: ლორიკ ცანა ("ნანტი"), არლინდ აჯეტი ("ფროზინონე"), მერგიმ მავრაი ("კიოლნი"), ელსეიდ ჰისაი ("ნაპოლი"), ანსი აგოლი ("ყარაბახი"), ფრედერიკ ვესელი ("ლუგანო"), ნასერ ალიჯი ("ბაზელი")

ნახევარმცველები: ლედიან მემუშაი ("პესკარა"), ერგიუს კაჩე (პაოკი), ანდი ლილა ("იანინა"), მიგენ ბაშა ("კომო"), ოდისე როში ("რიეკა"), ბურიმ კუკელი ("ციურიხი"), ერმინ ლენიანი ("ნანტი"), ტაულან ჯაკა ("ბაზელი"), ამირ აბრაში ("ფრაიბურგი")

თავდამსხმელები: ბექიმ ბალა ("რიეკა"), სოკოლ ციკალეში ("ისთამბული"), არმანდო სადიკუ ("ვადუცი"), შკელზენ გაში ("კოლორადო რეპიდსი")

ალბანეთის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთი, რუმინეთი და შვეიცარია იქნება.

0.128125