ჭადრაკი

23:27 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ხუთეული ლიდერს ქულით ჩამორჩება

რუმინულ კურორტ მამაიაში მიმდინარე ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატზე 5 ტურის თავზე ერთპიროვნულად დაწინაურდა იულია შვაიგერი (2415). ებრაელი მოჭადრაკის აქტივში 4.5 ქულაა.

ლიდერს 0.5 ქულით ერთბაშად 8 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის საქართველოს წარმომადგენელი არავინაა.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესოებს აქტივში 3.5 ქულა აქვთ, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ისინი ასე არიან განაწილებულნი: 10. მერი არაბიძე (2363), 18. ნინო ხურციძე (2409), 24. ლელა ჯავახიშვილი (2493), 26. სალომე მელია (2409), 27. მაია ლომინეიშვილი (2367).

სხვა ქართველი მოჭადრაკეების შედეგები ასეთია: 51. სოფიკო ხუხაშვილი (2355) – 2.5; 58. ნინო ბაციაშვილი (2476) – 2.5; 94. მირანდა მიქაძე (2233) – 1.5; 98. სოფიო გვეტაძე (2311) – 1.5; 101. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 1.0. 108. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 1.0.

თერთმეტ ტურად მიმდინარე ევროპის პირველობის მე-6 ტური 1 ივნისს შედგება, ქართველთა მონაწილეობით კი შემდეგ პარტიებს გამოვარჩევთ: ლომინეიშვილი – ჯავახიშვილი, არაბიძე – პოგონინა (რუსეთი, 2490), ბრუნელო (იტალია, 2336) – ხურციძე, მელია – ზიმინა (იტალია, 2361).

0.114077