სხვა

18:02 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ის რეკომენდაცია და თხოვნა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (ისევე, როგორც სოკ-ის წევრმა სხვა ეოკ-ებმა) ვირუს ზიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კიდევ ერთი ოფიციალური წერილი მიიღო, რომელსაც ხელს აწერს სოკ-ის ინფორმაციის სამსახურის უფროსი ჯოელ საიმონდი.

წერილს თან ახლავს სოკ-ის მედიცინისა და მეცნიერების დეპარტამენტის რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ეყრდონობა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რჩევებს, ასევე თავად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო დასკვნა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშების პერიოდში ვირუს ზიკას საფრთხეებთან დაკავშირებით.

სოკ-ი თხოვნით მიმართავს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ყურადღებით გაეცნოს სპეციალურ სამედიცინო რჩევებს, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი უსაფრთხო მოგზაურობა ბრაზილიაში.

რაც შეეხება თავად სამედიცინო რეკომენდაციებს, ისინი მოიცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ როგორც ზოგად, ასევე კონკრეტულ რჩევებს, შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, აცრების და სხვადასხვა დამცავი საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილებას იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზიკა და სხვა ვირუსულ დაავადებები.

სოკ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ბრაზილიაში ვირუსის გავრცელების შესახებ არსებული მდგომარეობის შესასწავლად.

თავის მხრივ, რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივ კავშირშია ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მუნიციპალურ დეპარტამენტთან, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ბრაზილიასა და რიოში არსებულ სიტუაციაზე.

სოკ-ი მიესალმება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას მიერ მიმდინარე ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ და ამ დღეებში გამოქვეყნებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ ოლიმპიური თამაშების გადადების ან სხვაგან გადატანის რეალური საჭიროება არ არსებობს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115901