ფეხბურთი

16:49 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" აკადემიის წლის საუკეთესო 10 გოლში ორი არაბიძისაა (+VIDEO)

გიორგი არაბიძის მიერ გასულ სეზონში გატანილი ორი გოლი დონეცკის "შახტარის" აკადემიის სეზონის 10 საუკეთესო გოლს შორის მოხვდა. 18 წლის ქართველის გოლებიდან უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე შვედური "მალმიოს" კარში გატანილი ბურთი (მეხუთე ადგილი) და უკრაინის 21-წლამდე ჩემპიონატში "სტალთან" გატანილი საჯარიმო გამოარჩიეს (მესამე ადგილი).

შეგახსენებთ, არაბიძე დონბასურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა და 21-წლამდე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ამას გარდა, გიორგის "შახტარის" მთავარ გუნდშიც ეძლეოდა ზოგჯერ თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რამდენჯერმე უკრაინის ჩემპიონატჩში და თასზე ითამაშა.

იანვარში ამერიკულ შეკრებაზეც პირველ გუნდთან ერთად იყოფებოდა და გოლის გატანაც მოახერხა. ეს ყველაფერი მირჩა ლუჩესკუს დროს იყო და ვნახოთ, ახალი მთავარი მწვრთნელი ენდობა თუ არა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს დამდეგ სეზონში უფრო მეტად.

0.148783