ფეხბურთი

23:16 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი”: ბრიტანული ამინდი და იმერული მინდვრები

გასული წლის ბოლოს “ზესტაფონის” ზესტაფონში მდებარე სპორტული ბაზის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის გაზონების დამზადებითაა დაკავებული და ამ სფეროში წარმატებით საქმიანობს.

გასული წლის შემოდგომაზე "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის მოედნებზე ამერიკული კომპანია "ჟაცკლინ"-ის იმერული რეგიონის კლიმატურ პირობებთან მაქსიმალურად ადაპტირებული უმაღლესი ხარისხის ბალახის ორი სახეობის თესლი დათესეს.

დათესვის დღიდან ორივე მოედანი, ისევე როგორც ბაზაზე არსებული მესამე მინდორი, იმერელთა ბაზის პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია. ყოველივე ზემოთქმულს ამ ბოლო დღეებში იმერეთში უხვად მოსული ნალექიც დაემატა და შედეგად, სადღეისოდ, მარგვეთის ულამაზეს კუთხეში მდებარე სპორტული კომპლექსის სამივე მოედანი უკვე მზადაა სპორტსმენთა მისაღებად...

აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ “ზესტაფონის” განკარგულებაში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონისა და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე მარგველთა ბაზაზე არსებული 2 მოედნის ჩათვლით) უკვე 6 სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედანია! აღარაფერს ვამბობთ კლუბის საკუთრებაში არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე და იმაზე, რომ ბუნებრივსაფარიანი მოედნების რაოდენობისა და მათი ხარისხის თვალსაზრისით მარგველებს საქართველოში ვერავინ უწევს კონკურენციას...

www.fczestafoni.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163456