ფეხბურთი

12:01 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ლიბერტადორესზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

"ინდეპენდიენტე დელ ვალემ" კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალში "პუმასი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ნახევარფინალში "ბოკა ხუნიორსს" შეხვდება. მექსიკელებმა ეკვადორელებს განმეორებით შეხვედრაში 2:1 აჯობეს და ორი მატჩი ჯამში 3:3 დაფიქსირდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში უკეთესი "ინდეპენდიენტე " აღმოჩნდა და "პუმასი" 5:3 დაამარცხა.

ეკვადორელების მომავალმა მეტოქემ ურუგვაიული "ნასიონალი" ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოთიშა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთთან ურთიერთობას კოლუმბიური "ატლეტიკო ნასიონალი" და "სან პაულო" გაარკვევენ.

ნახევარფინალის პირველი შეხვედრები 6 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები - 13 ივლისს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122053