ფეხბურთი

10:21 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ბენზემას შეძენას შეეცდება

როგორც ბრიტანული The Indepedent-ი იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას გადაბირებას შეეცდება. 28 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს ჟოზე მოურინიოს, რომელიც მთავარი პრეტენდენტია კლუბის ჩაბარების.

პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგ ფეხბურთელთან ერთად "სამეფო კლუბში" მუშაობდა. 2015/16 წლების სეზონში ბენზემამ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116592