ჭადრაკი

22:21 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანატოლი კარპოვი 65 წლისაა

ცნობილ მოჭადრაკეს, პირადში მსოფლიოს 3-გზის (1975, 78, 81) და ყოფილი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2- გზის (1985, 89) ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის (1972, 74, 80, 82, 86, 88) გამარჯვებულს, საჭადრაკო ოსკარის 9-გზის (1973, 74 ,75, 76, 77, 79, 80, 81, 84) მფლობელს, საერთაშორისო დიდოსტატ ანატოლი კარპოვს დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, კარპოვმა მეცნიერებასა და პოლიტიკას მიჰყო ხელი. არის რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის დუმის დეპუტატი, პროფესორი, აკადემიის ნამდვილი წევრი და მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113691