ფეხბურთი

19:27 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუჩესკუმ “ზენიტი” ჩაიბარა

დონეცის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავკაცად ოფიციალურად დაინიშნა. გამოცდილი რუმინელი რუსეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, მხარეების სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება. ხსენებულ პოსტზე რუმინელმა პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა, რომელმაც “ზენიტი” ცოტა ხნის წინ დატოვა.

ლუჩესკუ 2004 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა “შახტარს” და გუნდში დიდ წარმატებასაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მას სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული – რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის. ამასთან, “მეშახტეებს” უეფას თასი მოაგებინა 2009 წელს, ხოლო “გალათასარაის” 2000 წელს ევროპის სუპერთასზე გაამარჯვებინა.

0.112102