ფეხბურთი

15:22 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი სკანდალი საფრანგეთში: 30 ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ფრანგულ ფეხბურთში მორიგი სკანდალი მწიფდება - ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის ფეხბურთელებს ბრალი ედებათ თავიანთი გუნდების მატჩებზე ტოტალიზატორში თამაშში, რაც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისა და პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის რეგლამენტით აკრძალულია.

როგორც L'Equipe-ი იტყობინება, ეჭვმიტანილია ქვეყნის პირველი ორი დივიზიონის გუნდებში მოასპარეზე 30 ფეხბურთელი, რომელთა შორის რამდენიმე ცნობილი მოთამაშეა პსჟ-დან, “ლიონიდან” და “მონაკოდან”. ეჭვმიტანილთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მეოთხე შემთხვევაა, რის გამოც პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა სასჯელის გამკაცრებას გეგმავს და ფეხბურთელებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელით.

თეგებილიგა 1ლიგა 2
0.111072