ფეხბურთი

12:11 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატ კურიორი ბულგარული “ჩერნო მორედან” თბილისის “დინამოში”? (+VIDEO)

მარტინიკის ნაკრების ფლანგელი შემტევი მატ კურიორი, სავარაუდოდ, თბილისის “დინამოში” ითამაშებს. კურიორი 28 წლისაა და კარიერა საფრანგეთში დაიწყო, იყო “ნანტის” სარეზერვო გუნდში, შემდეგ ესპანურ “ატლეტიკო ბალეარესში”, “ურაკან ვალენსიაში” და ბოლო ორი წელი ბულგარულ “ჩერნო მორეში”, სადაც 54 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

ის მარტინიკაში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში (კონკაკაფის ზონაშია) თამაშობს. 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მატია კურიორმა 2015 წელს ბულგარეთის თასი და ასევე, სუპერთასიც მოიგო “ჩერნო მორეს” მაისურით. ბულგარელთა ცნობით, ფეხბურთელის “დინამოში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

0.115415