ფეხბურთი

18:34 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეთლემი” დააქვეითეს, მწვრთნელი და ოთხი ფეხბურთელი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ლიგის წარმომადგენელი ქედის “ბეთლემი” ახალ სეზონს ქვედა ლიგაში დაიწყებს და ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, ამ გუნდის ოთხ ფეხბურთელს და მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს კი ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ.

ამის შესახებ განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ საგენგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი მიმდინარე წლის 10 მაისს ხობის “კოლხეთსა” და ქედის “ბეთლემს” შორის გამართული მატჩი გახდა, რომელიც ხობელებმა 4:1 მოიგეს.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, მოხდა თამაშის ვიდეოჩანაწერის განხილვა, რომლის შემდეგ დადგინდა, რომ ამ შეხვედრაში დაირღვა სპორტული სამართლიანობის პრინციპი, “ბეთლემის” მხრიდან ადგილი ჰქონდა შედეგის მანიპულირებას.

სადიციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად:

“ბეთლემი” დაქვეითდა რანგით ქვედა ლიგაში

გუნდს ჯარიმის სახით დაეკისრა 50 ათასი ლარის გადახდა

“ბეთლემის” ფეხბურთელებს არჩილ ბაჯელიძეს, კარენ მაკარიანს, ლევან ბეთქაშევს და თეიმურად ხარებავას სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო საქმიანობა

“ბეთლემის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტს რომან ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში საქმიანობა.

0.117192