ფეხბურთი

19:44 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” მზადაა ჯეკო გაყიდოს

ჩინეთის რამდენიმე კლუბს “რომას” ბოსნიელი ფორვარდის ედინ ჯეკოს გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “რომა” მზადაა ფეხბურთელი 21 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ჯეკომ მიმდინარე სეზონში “რომას” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107543