ფეხბურთი

10:00 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 – პეტკოვიჩმა 23 კაცი დაასახელა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომლითაც ეს გუნდი ევროპის 2016 წლის პირველობაზე წარსდგება, ცნობილია – ვლადიმირ პეტკოვიჩმა ამ ეტაპზე გუნდში პირველ ეტაპზე გამოძახებული 28 ფეხბურთელიდან 23 უკვე შეარჩია. მთავარი სიის მიღმა დარჩნენ "ბაზელის" შუახაზელი ლუკა ზუფი და "უდინეზეს" განაპირა მცველი სილვან ვიდმერი.

სხვა მხრივ, შვეიცარიელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: რომან ბურკი (“დორტმუნდი”, გერმანია), მარვინ ჰიტცი (“აუგსბურგი”, გერმანია), იან სომერი (“გლადბახი”, გერმანია)

მცველები: იოან ჯურუ (“ჰამბურგი”, გერმანია), ნიკო ელვედი (“გლადბახი”, გერმანია), მიხაელ ლანგი (“ბაზელი”), შტეფან ლიხშტაინერი (“იუვენტუსი”, იტალია), ჟაკ-ფრანსუა მუბანდჟე (“ტულუზა”, საფრანგეთი), რიკარდო როდრიგესი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ფაბიან შერი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), სტივ ფონ ბერგენი (“იანგ ბოიზი”)

ნახევარმცველები: დენის ზაქარია (“იანგ ბოიზი”), გრანიტ ჯაკა (“გლადბახი”, გერმანია), ქსერდან შაქირი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), ფაბიან ფრეი (“მაინცი”, გერმანია), გელსონ ფერნანდესი (“რენი”, საფრანგეთი), ბლერიმ დზემაილი (“ჯენოა”, იტალია), ვალონ ბეჰრამი (“უოტფორდი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: ადმირ მეჰმედი (“ლევერკუზენი”, გერმანია), ჰარის სეფეროვიჩი (“აინტრახტი”, გერმანია), შანი ტარაშაი (“გრასჰოპერსი”), ბრელ ემბოლო (“ბაზელი”), ერენ დერდიოკი (“კასიმფაშა”, თურქეთი)

შვეიცარიის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთს, რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119574