ფეხბურთი

15:24 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკა" ოთხი წლის მერე ისევ ნახევარფინალშია (+VIDEO)

არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. “ბოკამ” დღეს გამთენიისას საკუთარ “ბომბონერაზე” მონტევიდეოს “ნასიონალს” მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში აჯობა. ბუენოს აირესში გამართული შეხვედრაც პირველი მატჩის მსგავსად 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტები მასპინძლებმა უკეთ დაარტყეს და შემდგომ ეტაპზე გავიდნენ.

ნახევარფინალში ითამაშებენ ასევე ბრაზილიური “სან პაულუ” და კოლუმბიური “ატლეტიკო ნასიონალი” – პირველმა ბრაზილიურ დერბიში “ატლეტიკო მინეიროს” აჯობა. მართალია, “სან პაულუმ” გასვლაზე 2:1 წააგო, მაგრამ ვინაიდან შინ 1:0 მოეგო, ნახევარფინალის საგზური დარჩა. კიდევ უფრო დრამატულად აღმოჩნდა საუკეთსო ოთხეულში “ატლეტიკო ნასიონალი” – კოლუმბიელებს ერთი კვირით ადრე როსარიოში ადგილობრივ “სენტრალთან” 0:1 წაეგოთ. მართალია საპასუხო მატჩს “ატლეტიკო” იგებდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გამყვანი გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაიტანა – 3:1.

რაც შეეხება მეოთხე ნახევარფინალისტს, იგი 24 მაისს გაირკვევა – მექსიკური “პუმასი” შინ კოლუმბიურ “ინდეპენდიენტეს” დაუხვდება – ჩრდილოეთ ამერიკელებს პირველი თამაში სტუმრად 2:1 აქვთ მოგბული.

“ბოკა ხუნიორსი” – “ნასიონალი” 1:1 პენ: 4:3 (პირველი მატჩი: 1:1)

გოლები: 0:1 დიასი (21, ა.გ), 1:1 პავონი (73)

“ატლეტიკო მინეირო” – “სან პაულუ” 2:1 (პირველი მატჩი: 0:1)

გოლები: 1:0 კაზარესი (7), 2:0 კარლოსი (12), 2:1 მაიკონი (15)

“ატლეტიკო ნასიონალი” – “როსარიო სენტრალი” 3:1 (პირველი მატჩი: 0:1)

გოლები: 0:1 რუბენი (9), 1:1 ტორესი (45), 2:1 გუერა (50), 3:1 ბერიო (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117869