ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იტალიურ კასერტაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სოფია კოვალეცს 1:6, 6:2, 6:3 სძლია და გარკვეულწილად რევანშის აღებაც მოახერხა, რადგანაც გასულ წრეში უკრაინელმა ეკატერინე გორგოძეს 6:2, 6:4 მოუგო.
მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე იტალიელი ანასტასია გრიმალსკა იქნება. ეს უკანასკნელი მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ კატალინა პელას გაეჯიბრა და ანგარიში 0:6, 7:6 (12:10), 6:6 იყო, როდესაც არგენტინელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.




